4 საათის და 47 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რა მეტსახელი შეარქვა ნასერ ალ-ხელაიფიმ კვარაცხელიას

ცნობილი საფეხბურთო ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, პარი სენ-ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

კლუბის მესვეურებს  გადაწყვეტილი აქვთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთავაზება დაბლოკონ.

ასევე უცხოურ მედიაში იწერება რომ კვარაცხელია გუნდის პრეზიდენტის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია და მას “პარიზის ალმასს” უწოდებს.

ქართველი ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის დროს ხელშეუხებელი იქნება და გუნდი მას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გაყიდის.

Facebook კომენტარები