4 საათის და 37 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ამ საქციელის გამო პარიზში უსმან დემბელეს კიდევ უფრო შეიყვარებენ

პსჟ-ს თავდამსხმელმა უსმან დემბელემ განზრახ შეწყვიტა შვებულება და პარიზში ნაადრევად დაბრუნდა, იუწყება GFFN.

29 წლის ფრანგს სურს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ფორმას, რათა უეფას სუპერთასზე ითამაშოს და პსჟ-ს 2026/27 წლების სეზონის პირველი ტიტულის მოგებაში დაეხმაროს.

უეფას სუპერთასის მატჩი პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ შორის ოთხშაბათს, 12 აგვისტოს გაიმართება ზალცბურგში და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გასულ სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა, 19 ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა შეასრულა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან რვა მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.



Facebook კომენტარები