6 საათის და 26 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ცნობილია - რამდენია კვარას კონკურენტის, აკლიუშის ხელფასი პსჟ-ში

პარის სენ-ჟერმენმა მაგნეს აკლიუში ტრანსფერი გააოფიციალურა.

L'Équipe-ის ინფორმაციით, „მონაკომ“ პარიზული კლუბის 50 მილიონი ევროს ღირებულების შეთავაზება მიიღო და ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

ამრიგად, აკლიუში ახალი სეზონიდან კარიერიას პსჟ-ში გააგრძელებს. 

აკლიუში 24 წლის ვინგერია, რომელიც ძირიდათად მარჯვნიდან თამაშობს, თუმცა მარცხნივაც შეუძლია გადმოსვლა.

ის მონაკოს აკადემიის აღზრდილია და მთავრ გუნდში 2022 წელს დააწინაურეს, რის შემდეგაც მან 139 მატჩში 23 გოლი გაიტანა და 28 საგოლე პასი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მას საფრანგეთის ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული, ერთ-ერთი კი გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე.

აკლიუშის ხელფასი პსჟ-ში წლიურად 4 მილიონი ევრო იქნება.

Facebook კომენტარები