ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ქართველი გულშემატკივარის განსაკურთრებული ინტერესით ზურიკო დავითაშვილის ახალ კლუბს ელოდა.
თუმცა ჯერ-ჯერობით ქართველი სენტ-ეტიენშია გაჭედილი.
ზურიკოს შეძენა რამდენიმე გუნდს სურს და უკვე ოფიციალური წინადადებითაც მიმართეს, თუმცა ფრანგები დავითაშვილს 20 მილიონ ევროს აფასებენ, რაც ტრანსფერს აფერხებს.
ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ სენტ-ეტიენის თავკაცმა ისაუბრა:
“ზურიკო დავითაშვილს კუნთის არცთუ სერიოზული ტრავმა აწუხებდა, მაგრამ მისი აღდგენის პროცესი კარგად მიმდინარეობს და იმედი მაქვს, ის შეძლებს შაბათს გასამართ მატჩში მონაწილეობას”, - თქვა იენ კატრომ.