4 საათის და 4 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

VIDEO: ტაილანდელი ფეხბურთელი მატჩის დროს მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

ტაილანდელი ფეხბურთელი სოფვან ავაე მატჩის დროს მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 12 ადამიანი დაშავდა.

ინციდენტი სამხრეთ ტაილანდში, სუნგაი გოლოკში მდებარე სანტიპაპის სტადიონზე, „Golok Cup“-ის შეხვედრისას მოხდა, სადაც ერთმანეთს „Samcolts“ და „Abu x Nong Sirin“ უპირისპირდებოდნენ.

ავაე, გარემარბი, რომელმაც ახლახან მოაწერა ხელი ტაილანდის მესამე დივიზიონის კლუბ „Yala FC“-სთან, „Samcolts“-ის ღირსებას იცავდა, როდესაც მატჩიმ მსვლელობისას მოედანს მეხი დაეცა.

„ასტონ ვილას“ ამხანაგური მატჩი ტაილანდში ჭექა-ქუხილის გაფრთხილების გამო ერთი საათით გადაიდო.

ეს შესაძლოა გულშემატკივრებისთვის გაღიზიანების მიზეზი იყოს, თუმცა მსგავსი ინციდენტები კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რატომ არის აუცილებელი ამ უსაფრთხოების ზომების სერიოზულად მიღება.

წყარო: ლეგენდარული ფეხბურთელები

Facebook კომენტარები