მალიორკასთან მარცხის შემდეგ პარი სენ-ჟერმენი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს აგრძელებს.
8 აგვისტოს პარიზული გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება.
შეხვედრა ჩვენი დროით 19:00 საათზე გაიმართება.
ამ მატჩის შემდეგ პსჟ-ს 12 აგვისტოს უკვე ასტონ ვილას წინააღმდეგ უეფას სუპერ თასისთვის ელის მატჩი.