1 საათის და 13 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ქოჩორა უკვე ესპანეთშია! - ქართველი ახალი გუნდი ცნობილია

მედიაში საქართველოს ნაკრებისა და ლისაბონის სპორტინგის ჩამშლელი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

დიდი ალბათობაა იმისა რომ ქოჩორამ შემდეგი სეზონიდან ხეტაფეში ითამაშოს.

გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა მადრიდულ კლუბს 1 წლიანი იჯარით შეუერთდეს, თუმცა ესპანურ მხარეს მომდევნო წელს გამოსყიდვის უფლება ექნება.

Marca იუწყება, რომ გიორგგი უკვე ესპანეთშია და კლუბის ხელმძღავენლობას შეხვდა.

შეგახსენებთ, ქართველმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში ლისაბონის სპორტინგის რიგებში 24 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

Facebook კომენტარები