პარის სენ-ჟერმენი თავდამსხმელის პოზიციის გასაძლიერებლად მთავარ სამიზნედ ფერან ტორესს მიიჩნევს.
ჟურნალისტ ფაბრის ჰოკინსის ინფორმაციით, პარიზულ კლუბს „ბარსელონასთან“ ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია.
კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გამორჩეული თამაშის შემდეგ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება ხშირად ხელოვნურად იზრდება, ამიტომ პსჟ მოთმინების შენარჩუნებას და ხელსაყრელი მომენტის დალოდებას გეგმავს.
ამ ეტაპზე ფერან ტორესი პსჟ-სთვის თავდამსხმელის პოზიციის მთავარი პრიორიტეტია, თუმცა მოლაპარაკებები ორ კლუბს შორის ჯერ არ დაწყებულა.