9 საათის და 14 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გიორგი ქოჩორაშვილის ახალი კლუბი ცნობილი გახდა

მედიაში საქართველოს ნაკრებისა და ლისაბონის სპორტინგის ჩამშლელი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

დიდი ალბათობაა იმისა რომ ქოჩორამ შემდეგი სეზონიდან ხეტაფეში ითამაშოს.

გიორგი ქოჩორაშვილი შესაძლოა მადრიდულ კლუბს 1 წლიანი იჯარით შეუერთდეს, თუმცა ესპანურ მხარეს მომდევნო წელს გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეგახსენებთ, ქართველმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში ლისაბონის სპორტინგის რიგებში 24 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

Facebook კომენტარები