9 საათის და 23 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რა როლი ექნება ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში ახალი სეზონიდან

ახალი საფეხბურთო სეზონი ახლოვდება და კლუბებმა უკვე მზადება დაიწყეს.

ქართველი გულშემატკივარის მთავარი ინტერესი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია და პარი სენ-ჟერმენია.

პარიზელებმა მზადების პროცესი 27 ივლისს დაიწყეს. მათ პირველი ამხანაგური მატჩი 4 აგვისტოს მალიორკას წინააღმდეგ აქვთ ჩანიშნული.

როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, 2026/27 წლების სეზონში კვარაცხელიას გუნდში კიდევ უფრო გაზრდილი როლი ექნება.

მოგეხსენებათ, ის გასული ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

"ხვიჩა პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი ლიდერია. ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად ითვლება. ასევე მისი როლი პარიზელების შეტევაში უფრო მოიმტაებს, რადგან უკვე მეორე წელია, რაც ის ამ გუნდშია და უკვე გაშინაურდა", - წერენ პრესაში.

Facebook კომენტარები