2 საათის და 11 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარა პროფესაიონალიზმით გამოირჩევა! - რა გადაწყვეტილება მიიღო ქართველმა ვარსკვლავმა

27 ივლისს პარი სენ-ჟერმენი 2026/27 წლების სეზონის პირველ ვარჯიშს გამართავს.

გუნდს უერთდებიან ხვიჩა კვარაცხელია, დრო ფერნანდესი, ილია ზაბარნი, მატვეი საფონოვი, ლუკას შევალიე და ლუკას ბერალდო, ასევე ვილიან პაჩო და იბრაჰიმ მბაიე.

ჯგუფს ასევე შეემატება რამდენიმე ახალგაზრდაც, მათ შორის: დავიდ ბოლი, დიმიტრი ლუსეა, რაიან აბო ელ ნაი და ხალილ აიარი.

ორშაბათიდან ფეხბურთელებს საშუალება ექნებათ, კვლავ დაუბრუნდნენ ბურთს - ვარჯიშები მოიცავს როგორც მცირე ჯგუფურ თამაშებს, ასევე სამედიცინო შემოწმებებს.

პარიზელები პირველ ამხანაგურ მატჩს 4 აგვისტოს მალიორკას წინააღმდეგ გამართავენ.

Facebook კომენტარები