6 საათის და 10 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

„ჟალგირისმა“ თბილისის „დინამოს“ და ქართველებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა

ვილნიუსის „ჟალგირისის“ ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თბილისში, კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის პირველ შეხვედრის შემდეგ „დინამო თბილისს“, მის ქომაგებსა და მთლიანად საქართველოს მადლობა გადაუხადა.

ლიეტუვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე გამართულ მატჩში 3:0 დაამარცხა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის რეალური შანსი აქვს. „ჟალგირისის“ ეს პოსტი კი, სპორტულზე მეტად, ადამიანური სოლიდარობის გამოხატულებაა.

„ფეხბურთი მხოლოდ მოედანზე გატარებული 90 წუთი არ არის. ეს ასევე ახალი გამოცდილება, საინტერესო ნაცნობები, ძველი მეგობრობა და ერებს შორის ურთიერთობაა, ეს ყველაფერი თბილისში ბოლო მოგზაურობის დროს მოხდა.

ასევე იყო ძველი ძმური მეგობრობა, ისტორიული კავშირი „დინამო თბილისისა“ და „პიეტო IV ულტრასის“ („ჟალგირისის“ ფანკლუბი) გულშემატკივრებს შორის, რომლებიც მატჩის დროს მეტოქე ქვეყნების (ლიეტუვა, საქართველო) სახელებს სკანდირებდნენ. ამ ყველაფერმა სოციალურ მედიაში დიდი ყურადღება მიიპყრო და ბევრი შეტყობინება მივიღეთ.

იყო უბრალოდ ბავშვური გულწრფელობა და მეგობრობა – მაგალითად, პატარა გულშემატკივარი დანიელი ლიეტუველებთან მივიდა, მიესალმა და სტუმრად მიიპატიჟა. გმადლობთ და შევხვდებით ვილნიუსში – მადლობა, საქართველო“, – წერია „ჟალგირისის“ მიერ გავრცელებულ ემოციურ პოსტში.


Facebook კომენტარები