საუდის არაბეთის „ალ-ჰილალი“ უსმან დემბელეს დამატებით ინტერესდება და ფეხბურთელის წარმომადგენლებთან პირველი კონტაქტიც უკვე შედგა.
ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ინფორმაციით, თუ დემბელე ტრანსფერზე თანხმობას განაცხადებს, „ალ-ჰილალი“ შემდეგ ეტაპზე პარის სენ-ჟერმენთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს.
ამ ეტაპზე მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის და პროცესი მხოლოდ საწყის ეტაპზე იმყოფება. საბოლოო გადაწყვეტილება თავად ფრანგმა ფეხბურთელმა უნდა მიიღოს.