არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია მსოფლიო ჩემპიონატის დროს არგენტინისა და მისი ფეხბურთელების წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის გამო სამართლებრივი ზომების მიღებას განიხილავს.
გავრცელებული ცნობებით, შესაძლოა, ცილისწამების შესახებ სარჩელები აღიძრას, რომლებიც ცრუ ბრალდებებს, მანიპულირებულ ან დაუდასტურებელ სურათებს და მტკიცებულებების გარეშე წაყენებულ ბრალდებებს შეეხება.
არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია ყველანაირად შეებრძოლება. ისინი არა მხოლოდ მსხვილ მედიასაშუალებებს, არამედ X, და Instagram და სხვა მრავალ გამოცემაზე განთავსებულ ანგარიშებსაც დაუმიზნებენ.
AFA-ს იურიდიული გუნდი მტკიცებულებებს, პოსტებს და სხვა მასალებს აგროვებს.