4 საათის და 53 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

"მესი საზიზღარი და მოძალადე ხულიგნების ჯგუფის ეშმაკი ლიდერი იყო" - პირს მორგანი

ცნობილმა ბრიტანელმა ტელეწამყვანმა, პირს მორგანმა ლიონელ მესი გააკრიტიკა. 

მორგანი „ლა პულგასა“ და მარკ კუკურელიას ეპიზოდს გამოეხმაურა, რომლის დროსაც არგენტინელმა ფეხბურთელმა მოითხოვა, კუკურელია გაეძევებინათ, რადგან მან თითქოს ლაპარაკის დროს პირზე ხელი აიფარა.

"ერთ-ერთი ყველაზე საცოდავი რამ, რაც კი ოდესმე ეგრეთ წოდებული სპორტსმენისგან მინახავს. 

"ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მესის ცრუ შარავანდედი დაიმსხვრა. ის საზიზღარი და მოძალადე ხულიგნების ჯგუფის ეშმაკი ლიდერი იყო.

"პირველ რიგში, ეს ვითომდა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ფინალში საერთოდ არ ჩანდა. მეგონა, რომ მოედანზე საერთოდ არ იყო. მეორეც, კარგი ადამიანი საერთოდ არ ყოფილა. მან ყველაზე უსირცხვილო და საზიზღარი გზით სცადა, კუკურელია გაეძევებინათ", - დაწერა მორგანმა სოციალურ ქსელში.

Facebook კომენტარები