10 საათის და 8 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

უცნობი ამბავი - რა გააკეთა ლეო მესიმ ფინალის წინ

გავრცელებული ინფორმაციით, ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ბილეთები იმ ადამიანებს გადასცა, რომლებსაც მათი შეძენის ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

ჟურნალისტ იანა ლატორეს ცნობით, მესის მიერ დასაჩუქრებულთა შორის კაბო-ვერდეს ნაკრების მეკარის, ჟოზიმარ ვოზინიას ოჯახის წევრებიც იყვნენ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრნენ.

მესის ამ ჟესტმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და გულშემატკივრების მხრიდან დადებითი შეფასებები დაიმსახურა.


Facebook კომენტარები