ესპანეთში მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვების აღნიშვნის დროს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის ბიჭი სალამანკის პროვინციაში შადრევნის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მალევე მივიდნენ, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტრაგედიის გარემოებების დასადგენად შესაბამისმა ორგანოებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.