1 საათის და 6 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

"ფულს გადავიხდიდი, რომ ეს მენახა" - ჯონ ტერის განცხადება მესიზე

ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯონ ტერიმ ლიონელ მესი კიდევ ერთხელ შეაქო და განაცხადა, რომ მისთვის არგენტინელი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

"ჩემთვის მესისა და რონალდუს შორის კამათი არასოდეს არსებობდა. ჩემი აზრით, მესი საუკეთესოა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შედეგის მიუხედავად.

"თუ ის ტიტულსაც მოიგებს, ეს ბევრისთვის ამ მოსაზრების საბოლოო დადასტურება იქნება.“

"39 წლის ასაკში მის თამაშს ვუყურებდი და, გულწრფელად რომ ვთქვა, მხოლოდ მისი სანახავად ფულსაც გადავიხდიდი. ეს სრული მნიშვნელობით საოცარი სანახაობა იყო", - თქვა ტერიმ.

Facebook კომენტარები