6 საათის და 58 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

იამალი ტრავმირებულია! - ითამაშებს თუ არა ფინალს არგენტინასთან

ლამინ იამალი დღევანდელ ვარჯიშში გუნდთან ერთად არ მონაწილეობდა. მიზეზი კუნთში დისკომფორტი გახდა.

Marca-ს ინფორმაციით, იამალი ბარძაყზე ბინტითაც შენიშნეს, თუმცა ტრავმა სერიოზულად არ მიიჩნევა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამოტოვების საფრთხე არ არსებობს.

ფაბრიციო რომანოს გავრცელებული ცნობით, ესპანეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გეგმა უცვლელია - იამალი სასტარტო შემადგენლობაში იქნება და კვირას, ნიუ-იორკში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლიონელ მესის დაუპირისპირდება.

ფინალის წინ იამალის ჯანმრთელობის მდგომარეობას სამედიცინო შტაბი ყურადღებით აკვირდება, თუმცა ამ ეტაპზე მისი თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.



Facebook კომენტარები