მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთმა საფრანგეთი დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.
"ფურია როხამ" დიდიე დეშამის შეგირდებს 2:0 სძლია და 2010 წლის შემდეგ პირველად მუნდიალის საგზური მოიპოვა.
ამ მატჩის შემდეგ არაერთი წყაროს მიერ დადასტურდა ინფორმაცია, რომ დიდიე დეშამისთვის ნაკრებში ბოლო მატჩი მესამე ადგილისთვის შეხვედრა იქნება.
როგორც ირკვევა, მისი შემცვლელი ლეგენდარული ზინედინ ზიდანი იქნება, რომელიც ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩაიბარებს.
ცნობისთვის, საფრანგეთის შემდეგი მეტოქე არგენტინა-ინგლისს შორის დამარცხებული იქნება.