3 საათის და 21 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa
უგულშემატკივრე სპართან ერთად

კილიან მბაპემ მატჩის შემდეგ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაადასტურა

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა 77-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვლა მოითხოვა, ფრანგებმა ამ ეპიზოდზე მაგრად ინერვიულეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კილიანმა მედიასთან ისაუბრა.

"ტერფის მცირე ტრავმა მაქვს, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ. მატეტა იმ მომენტში უკეთეს მდგომარეობაში იყო, რომ მატჩის დარჩენილი წუთები ეთამაშა, ის მზად იყო. სწორედ ეს მოხდა", - თქვა კილიანმა.

აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, კილიანი 1/2 ფინალში თამაშს შეძლებს.


Facebook კომენტარები