როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიის ნაკრები ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.
მატჩის შემდეგ "სელესაოს" 34 წლის ვარსკვლავმა ნეიმარმა, რომელმაც პენალტის ნიშნულიდან თავისი გუნდის მხრიდან ერთადერთი გოლი გაიტანა, Globo-ს უთხრა, რომ ეს დასასრულია და ნაკრებში აღარ ითამაშებს.
შეხვედრას Instagram Story-ს მეშვეობით პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია გამოეხმაურა, რომელმაც ამ ამბების შემდეგ, ნეიმარის ფოტო განათავსა და მას მეფის "ემოჯიც" დაურთო.
