აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ფლორიან ბალოგუნის წითელი ბარათის ეპიზოდის გადახედვა პირადად მოითხოვა.
„დიახ, FIFA-ს ვთხოვე, ეს ეპიზოდი გადაეხედათ. ვესაუბრე ადამიანს (ინფანტინოს), რომელსაც დიდ პატივს სცემენ.
"სწორედ მე მოვიპოვე მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება და არა ბაიდენმა. ბაიდენს ეძინა.“
შეგახსენებთ, რომ მანამდე FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ბალოგუნის დისკვალიფიკაცია გადაახედა და ფეხბურთელს სასჯელი ერთი წლით პირობით შეუჩერა, რის შედეგადაც ის ბელგიასთან მატჩში თამაშს შეძლებს.
ტრამპის ამ განცხადებამ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ფეხბურთში პოლიტიკური ჩარევის შესახებ დისკუსია კიდევ უფრო გაამწვავა.