3 საათის და 55 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

FIFA-მ დონალდ ტრამპის მოთხოვნა დააკმაყოფილა

გავრცელებული ინფორმაციით, ფლორიან ბალოგუნი ბელგიის წინააღმდეგ მატჩში თამაშს შეძლებს და აშშ-ს ნაკრებს დისკვალიფიკაციის გამო არ დააკლდება.

წყაროს ცნობით, FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიღებული წითელი ბარათი გადაახედა და გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელის სასჯელი ერთი შეეჩერებინა. 

გადაწყვეტილება FIFA-ს სადისციპლინო კოდექსის 27-ე მუხლის საფუძველზე მიიღეს.

ამავე ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე FIFA-ს გადაწყვეტილება შეაქო და თავდაპირველ სასჯელს „უსამართლობა“ უწოდა.

ირკვევა, რომ FIFA-მ გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტაციას მოთხოვნის შემდეგ მიიღო.

შედეგად, ბალოგუნი აშშ-ის ნაკრებს ბელგიასთან შეხვედრაში სრულად ხელმისაწვდომი იქნება.



Facebook კომენტარები