მიუნხენის ბაიერნი მაიკლ ოლისეს ტრანსფერზე მოლაპარაკებების დაწყებაზე მადრიდის რეალს კვლავ უარს ეუბნება.
ElNacional-ის ცნობით, ბლანკოსმა ყურადღება ხვიჩა კვარაცხელიაზე გადაიტანა,
ესპანური კლუბი ახლა პსჟ-ს გარემარბს აკვირდება, თუმცა არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ მისი ტრანსფერის განხორციელება უფრო მარტივი იქნება.
მოსალოდნელია, რომ თუ მადრიდის რეალი კვარაცხელიას მიმართ ინტერესს გააღრმავებს, პსჟ ბარტერულ გარიგებას მოითხოვს, რაც ვინისიუს ჟუნიორის ჩართვას გულისხმობს, რასაც სამეფო კლუბი განიხილავს.