2 საათის და 33 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ძალიან დიდი თახნა მზადდება! - პსჟ კვარასთვის კონკურენტს ყიდულობს

გავლენიანი ფრანგული გამოცემა, L'equipe იუწყება, რომ პარი სენ-ჟერმენი მეგა ტრანსფერს ამზადებს.

წყაროს ცნობით, პარიზელებს მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავის, მაიკლ ოლისეს ყიდვა სურთ.

აღსანიშნავია, რომ ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა, რა თქმა უნდა, ბავარია მას ამ ფასად არ შეელევა.

თანაც ცოტა ხნის წინ ბაიერნის თავმჯდომარემ ჰერბერტ ჰაინერმა განაცხადა, რომ ოლისე არ იყიდება.

ამის მიუხედავად, პსჟ-ს ამ ტრანსფერთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი აქვს.

Facebook კომენტარები