5 საათის და 48 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ესპანური გამოცემის საოცარი გამოხმაურება მუნდიალზე კვარას არ ყოფნის შესახებ

როგორც მოგეხსენებათ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო ვერ მოხვდა.

მუნდიალის მიღმა დარჩა საფეხბურთო სმყაროს ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია.

ესპანური გამოცემა ELMundo პსჟ-ს ქართველი შემტევის შესახებ წერს:

"ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ერთხმად აღიარეს ჩემპიონთა ლიგის ბოლო გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად, მსოფლიო ჩემპიონატისთვის თვალის დევნება სახლიდან მოუწევს.

ეს რთულად მისაღები სიტუაციაა პსჟ-ის გარემარბისთვის, რომელიც საქართველოს ნაკრების სისუსტის გამო დაიჩაგრა — გუნდმა შესარჩევ ეტაპზე ესპანეთისა და თურქეთის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

ისევე, როგორც 1998 წელს რომარიოს ან 2022 წელს კარიმ ბენზემას შემთხვევაში მოხდა, „კვარას“ არყოფნა მსოფლიო ჩემპიონატზე დიდ სიცარიელეს დატოვებს. გარდა ამისა, ტურნირს მიღმა დარჩენილი სხვა ფეხბურთელებით შესაძლებელია შემდეგი იდეალური გუნდის შედგენა.“

Facebook კომენტარები