4 საათის და 53 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

რეალსა და კვარაცხელიას შორის კონტაქტი უკვე შედგა!

რამდენიმე დღის წინ მადრიდის რეალის პრეზიდენტა, ფლორენტინო პერესმა წინასაარჩევნო ბრიფიგნზე განაცხადა, რომ ის ზაფხულში 150 მილიონ ევროდ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს იყიდდა.

გამოცემა, The Telegraph-მა სამყაროს აუწყა, რომ ეს ფეხბურთელი მიუნხენის ბაიერნის შემტევი, მაიკლ ოლისეა, თუმცა TEAMtalk სხვა რამეს წერს.

ამ უკანსაკნელის ცნობით, პერესი პსჟ-ს ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას უმიზნებს.

მან 150-მილიონიან ტრანსფერში სწორედ კვარა იგულისხმა.

როგორც იწერება, მადრიდულ კლუბში მიიჩნევენ, რომ ქართველი ვარსკვლავი სანტიაგო ბერნაბეუზე გადასვლის წინააღმდეგი არ იქნებოდა და მხარეებს შორის გარკვეული კონტაქტიც უკვე შედგა

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბლანკოსი ხვიჩას ოცნებაა, თუმცა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგების შემდეგ რამდენად დატოვებს კვარა პსჟ-ს ამავე ზაფხულს რთული სათქმელია.

ასევე იწერება, რომ პარიზელები ხვიჩას გასხვისებას კიდევ დიდ ხანს არ გეგმავენ.

Facebook კომენტარები