რამდენიმე დღის წინ მადრიდის რეალის პრეზიდენტა, ფლორენტინო პერესმა წინასაარჩევნო ბრიფიგნზე განაცხადა, რომ ის ზაფხულში 150 მილიონ ევროდ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს იყიდდა.
გამოცემა, The Telegraph-მა სამყაროს აუწყა, რომ ეს ფეხბურთელი მიუნხენის ბაიერნის შემტევი, მაიკლ ოლისეა, თუმცა TEAMtalk სხვა რამეს წერს.
ამ უკანსაკნელის ცნობით, პერესი პსჟ-ს ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას უმიზნებს.
მან 150-მილიონიან ტრანსფერში სწორედ კვარა იგულისხმა.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბლანკოსი ხვიჩას ოცნებაა, თუმცა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგების შემდეგ რამდენად დატოვებს კვარა პსჟ-ს ამავე ზაფხულს რთული სათქმელია.