საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სამირ ნასრი მიიჩნევს, რომ არაა გამორიცხული, პსჟ-ს მწვრთნელი ლუის ენრიკე „ბარსელონაში“ გადავიდეს.
შეიძლება თუ არა ზედიზედ მეორე ტრიუმფის შემდეგ, ლუის ენრიკემ პსჟ დატოვოს? თუ „ბარსელონადან“ დაურეკავენ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს მისი გულის კლუბია, შეიძლება საკუთარ თავს უთხრას: „მე იქ დაბრუნება მინდა“.
ახლა პსჟ-ში მას საქმე კარგად აქვს, კლუბის ხელმძღვანელობასთან ჩინებული ურთიერთობა აქვს. მხოლოდ ერთ ვარიანტს ვხედავ, რომლის შემთხვევაში „პარი სენ ჟერმენს“ დატოვებს - თუ „ბარსელონა“ უხმობს“, - ციტირებს ნასრის Planet PSG.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანელი სპეციალისტი პსჟ-სთან კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს.