4 საათის და 49 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ოკუპანტები კვარას ლანძღავენ - რუსები ხვიჩას უარმა გააბრაზა

პსჟ-სა და არსენალს შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდგ რუსმა ჟურნალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი სთხოვა.

მან ქართველს ჰკითხა, შეეძლო თუ არა ინტერვიუს რუსულად ჩაწერა, რაზეც უარი მიიღო:

რუსი ჟურნალისტი: "შეგიძლიათ რუსულად მიპასუხოთ, რომ ჩაგწეროთ?"

ხვიჩა კვარაცხელია: "ბოდიში, არ შემიძლია."

კვარას ამ ქმედებას დაბოღმილი რუსები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან:

"აი ასეა, ვარსკვლავად აქცევ და ყველაფერი ავიწყდებათ"

"თავში აუვარდა და რუსულად აღარ ლაპარაკობს"

"რუსეთი აღარასდროს ახსენო, ხვიჩა!"

"ის ჩვენს ლიგაში წესივრად ვერც თამაშობდა, ცოტა გოლი აქვს"

Facebook კომენტარები