პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ფინალის გამოკლებით ასპარეზობის წყალობით უკვე 139.4 მლნ ევრო გამოიმუშავა.
ჩემპიონატის მოგების შემდეგ პარიზელებს +10,6 მილიონი ევრო დაემატათ.
ეს კი სულ 150 მლნ ევრო გამოდის.
თანხა, რომელიც აღემატება საფრანგეთის ლიგა 1-ის 18 კლუბის მიერ ამ სეზონში სატელევიზიო უფლებებიდან მისაღებ მთლიან წმინდა შემოსავალს, მას შემდეგ, რაც სხვადასხვა საკომისიოები ჩამოიჭრება.