5 საათის და 56 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კვარაცხელია: "თქვენ არც კი იცით ენრიკე გასახდელში რეებს გვეუბნება"

ლონდონის არსენალი მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ პრემიერ ლიგის ტიტულის ჩაბარების შემდეგ მომავალ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.

მან წინასწარ განაცხადა, რომ ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ:

"შაბათს ჩვენ ევროპის ჩემპიონები გავხდებით!", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

მოგეხსენებათ, მათი მეტოქე მოქმედე ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენია, რომელიც ფინალში მაინც ფავორიტად ითვლება.

არტეტის ამ განცხადების შესახებ პარიზელთა ერთ-ერთ ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას ჰკითხეს:

"არტეტას განცხადება? ის აკეთებს იმას, რაც ყველა მწვრთნელმა უნდა გააკეთოს ფინალის წინ. ეს ნორმალურია, თქვენ არ იცით, რას გვეუბნება ჩვენ ლუის ენრიკე. არსენალი შესანიშნავი გუნდია, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.“

ჟურნალისტი: "გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ისინი ახლახან გახდნენ ინგლისის ჩემპიონები?“

"არა, რა თქმა უნდა, არა. ლივერპულიც ინგლისის ჩემპიონი იყო, როდესაც მათ დავუპირისპირდით, ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი...“

Facebook კომენტარები