ხვიჩა კვარაცხელიამ უეფასთან ინტერვიუში ლუის ენრიკეს შესახებ ისაუბრა:
"პირველ რიგში რაც უნდა ვთქვა, ის საოცარი ადამიანია. არასდროს მინახავს, რომ მწვრთნელს ფეხბურთელებთან ასეთი ურთიერთობა ჰქონდეს. ის უბრალოა. ყოველთვის ცდილობს რომ გასწავლოს და ამ ყველაფერს ღიმილით აკეთებს. მუდამ პოზიტიურია. იღბლიანი ვარ, რომ აქ მოვედი და ეს გადაწყვეტილება მივიღე. ბედნიერი ვარ, რომ მისთვის ვთამაშობ".