1 საათის და 53 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ბრწყინვალე ინფორმაცია პსჟ-სთვის დიდი ფინალის წინ

როგორც მოგეხსენებათ, 30 მაისს საკლუბო სეზონის დასკვნითი მატჩი გაიმართება - ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

ბუდაპეშტში ჩვენი დროით 20:00 საათზე ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და არსენალი დაუპირისპირდებიან.

აქამდე მედიაში აშრაფ ჰაკიმისა და უსმან დემბელეს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

თუმცა ახლახანს დაიწერა, რომ ორივე ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშობს და დიდი ალბათბობით არსენალთან ორივე ძირითად შემადგენლობაში იქნება.

Facebook კომენტარები