1 საათის და 49 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ხვიჩა: “ინდივიდუალისტი ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში გავიაზრე, რომ...”

უეფასთან ინტეერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას ჟურნალისტმა ჰკითხა:

"ხვიჩა, შენი ბაიერნთან თამაშების შემდეგ ძალიან ბევრმა შეგაქო. მაგრამ რა იქნებოდა ის ერთი რამ, რასაც შენ შენს თავში განავითარებდი?"

კვარას პასუხი:

"ჩემი აზრით, იდეალური მოთამაშე არ არსებობს და პროგრესი ყველას სჭირდება, მათ შორის - მეც.~

მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე, რათა მეტი გოლი გავიტანო, თუმცა ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ სტატისტიკას (გოლებსა და ასისტებს) არ ეფუძნება. მთავარია, რა სარგებელი მოგაქვს შენი გუნდისთვის.

კარიერის საწყის ეტაპზე უფრო ინდივიდუალისტი ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში გავიაზრე, რომ გუნდურობის გარეშე ფეხბურთში წარმატებას ვერ მიაღწევ".

Facebook კომენტარები