საფეხბურთო გამოცემა "AS" პარი სენ-ჟერმენის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბი ატლეტიკო მადრიდთან ხულიან ალვარესის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ცნობილია, ლუის ენრიკეს არგენტინელი ფორვარდის შეძენა ძალიან სურს, ამისთვის ხელმძღვანელობა კი ყველაფერს აკეთებს.
"AS" წერს, რომ შეთანხმება 140-150 მილიონ ევროს შორის ადრე თუ გვიან შედგება და ალვარესი პსჟ-ში გადაბარგდება.