2 საათის და 50 წუთის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ოფიციალურად! - სად შეგეძლებათ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ყურება

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე კვრაში ფეხბურთის მთავარი მოვლენა, მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება.

აღსნიშნავია, რომ ტურნირის წინ "Setanta Sports"-მა ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ვიგებთ, რომ მათ პლატფორმაზე ტურნირის ყველა მატჩის ხილვა უფასო იქნება.

გარდა ამისა, გაირკვა ისიც, რომ ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ზეც. 

გთავაზობთ, "Setanta Sports"-ის ოფიციალურ განცხადებას:

"Setanta Sports-მა საქართველოში FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაუწყებლობის უფლებები მოიპოვა და ტურნირის ყველა მატჩის რეპორტაჟს, მაყურებელს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, სატელევიზიო არხებსა და OTT პლატფორმა setantasports.com-ზე შესთავაზებს.

OTT პლატფორმაზე ტურნირის ყველა თამაში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ამისთვის მომხმარებლებს მხოლოდ მარტივი რეგისტრაცია დასჭირდებათ.

setantasports.com-ზე მატჩების უფასო ტრანსლირების შესახებ გადაწყვეტილება განპირობებულია კომპანიის სურვილით, გაზარდოს წვდომა მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე და კიდევ უფრო დაუახლოვოს ის გულშემატკივრებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

FIFA-სთან ოფიციალური თანამშრომლობის ფარგლებში, Setanta Sports-ი გთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ტრანსლაციას, რაც მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. მუნდიალის განსაკუთრებულ გამოცდილებას კიდევ უფრო გაამდიდრებს Setanta Sports-ის ახალი თაობის კომენტატორთა გუნდი.

“ეს ტურნირი მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გამაერთიანებელი ღონისძიებაა, ჩვენთვის კი საამაყო და სასიხარულოა, ვიყოთ ასეთი სპორტული დღესასწაულის ნაწილი. Setanta Sports-ი ამ დიდი ნაბიჯით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სპორტული მედიის ინდუსტრიაში წამყვანი აქტორია. ამასთან, თითოეული მატჩის რეპორტაჟს გამორჩეულ კომენტატორთა გუნდი გაუძღვება. Ამ მასშტაბის ტურნირის ტრანსლირება, ჩვენთვის უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. შესაბამისად, მოუთმენლად ველით, როგორც ერთგულ მაყურებელთან, ასევე ახალ აუდიტორიასთან შეხვედრას, მით უმეტეს, რომ სრული პაკეტი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი setantasports.com-ზე.“ – ამბობს Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორი ბაჩა მალაზონია.

Setanta Sports-ი გულშემატკივრისთვის ცნობილია ელიტური საკლუბო ჩემპიონატებისა და პრემიუმ კლასის გლობალური სპორტული მოვლენების ტრანსლირებით, მსოფლიო ჩემპიონატი კი კომპანიის პორტფოლიოს კიდევ უფრო აფართოებს – ისტორიული 48-გუნდიანი მუნდიალი პირველად იქნება წარმოდგენილი.

მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს აიღებს სტარტს, გახსნითი მატჩი მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

Setanta Sports-ი ყველა გულშემატკივარს გილოცავთ მსოფლიო 2026-ის მოახლოვებას და გიწვევთ, ერთად გავხდეთ ამ გლობალური საფეხბურთო ზეიმის მონაწილე. მით უმეტეს, რომ ჩვენს მაყურებელს საშუალება ექნება სრულიად უფასოდ მატჩების რეპორტაჟებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერი მოწყობილობიდან, შეუფერხებლად ადევნოს თვალი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

Facebook კომენტარები