2 საათის და 52 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სრული სიგიჟე! - რეალი კვარასთვის 150+ მილიონ ევროს იხდის

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის რეალი მზად არის, პარი სენ-ჟერმენს ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 175 მილიონი ევრო შესათავაზოს

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენის ერთ-ერთი ლიდერი და ოქროს ბურთის კანდიდატია

ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩას 16 საგოლე მოქმედება აქვს. ის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც საგოლე მოქმედება ზედიზედ 7 შეხვედრაში შეასრულა პლეიოფში.

მოქმედი კონტრაქტი პარი სენ-ჟერმენთან კვარაცხელიას 2029 წლამდე აკავშირებს.

Facebook კომენტარები