როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და "პსჟ-ს" შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ კიდევ ნაპოლიში ყოფნის დროს მადრიდის "რეალთან" ხშირად აკავშირებდნენ.
2023 წელს, როცა პარტენოპეი ქართველთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მუშაობდა, საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ბუნებრივია, ახალი ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ხვიჩას როგორც სატრანსფერო ფასი, ისე ხელფასიც გაიზრდბოდა, რის გამოც ბლანკოსმა უკმაყოფილება გამოთქვა.
DefensaCentral-ი წერდა, რომ მადრიდელები ამის გამო გაბრაზდნენ, ვინაიდან ისინი ხვიჩას ხელში ჩაგდებას მაქსიმალურად მცირე თანხის სანაცვლოდ გეგმავდნენ.
წლების შემდეგ ხვიჩა პსჟ-ში 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.
იქნებ რეალს თავის დროზე თანხა არ დანანებოდა...