ლიგა 1-ის ბოლო ტურში გამართული მატჩის, პარიზი 2:1 პსჟ, შემდეგ ლუის ენრიკეს პრესკონფერენციაზე საინტერესო რამ მოხდა.
ესპანელი სპეციალისტი თავისი ფეხბურთელებით ძალიან უკმაყოფილო იყო:
„ამ სეზონში პარიზთან უკვე მეორედ წააგეთ, არის ეს...“ - დააპირა კითხვის დასმა ჟურნალისტმა, თუმცა ენრიკემ მას სიტყვა გააწყვეტინა: „კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ? დიდი მადლობა!“ და მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია დროზე ადრე დატოვა.