ხვიჩა კვარაცხელია უმცროსი ძმა, 16 წლის თორნიკე კვარაცხელია ფართო მასებისთის უფრო და უფრო ცნობილი ხდება.
თბილისის დინამოს ახალგაზრდა ტალანტის სახელმა უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთად გააღწია.
ერთ-ერთი ნეაპოლური გამოცემა, CalcioNapoli მის შესახებ წერს:
"2010 წელს დაბადებული თორნიკე უკვე თამაშობს ახალგაზრდულ დონეზე საქართველოს ნაკრებებში და აღსანიშნავია, რომ მისი ძმის მსგავსად ისიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს. სკაუტების შეფასებით, მას აქვს მსგავსი სათამაშო სტილი: მაღალი სისწრაფე, ტექნიკა, დრიბლინგი და აფეთქებითი მოძრაობები, რაც მას ევროპის ერთ-ერთ საინტერესო ახალგაზრდულ პერსპექტივად აქცევს. „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, ფეხბურთელს უკვე გარკვეული დროა აკვირდება და მის პროგრესს ყურადღებით ადევნებს თვალს.
თუმცა, სანამ ნაპოლი ოცნებებზე გადავა, გასათვალისწინებელია FIFA-ს მე-19 მუხლი: ვინაიდან, არასრულწლოვანი ფეხბურთელების საერთაშორისო ტრანსფერი მკაცრი წესებით რეგულირდება”", - წერს გამოცემა.
ასე და ამგვარად, როცა თორნიკე 18 წლის გახდება (2028 წელს) მისთვის სერიოზული ნადირობა წავა. მსურველთა რიგებში ერთ-ერთი მოწინავე კი ჩვენთვის და კვარაცხელიების ოჯახისთვის კარგად ნაცნობი ნაპოლი იქნება!