19 საათის და 2 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ბრავო! - პსჟ-ს პრეზიდენტმა ფინალის წინ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო

როგორც მოგეხსენებათ, პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთ ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ იამაშებს.

30 მაისს ბუდაპეშტში პარიზელების მეტოქე მიუნხენის ბაიერნი იქნება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბის პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს ამ მატჩზე დაპატიჟებს.

ანაზღაურებული იქნება ყველანაირი ხარჯი, მას სურს, რომ თანამშრომლებს შრომა დაუფასოს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხელაიფი გასული წლის ფინალზეც მსგავსად მოიქცა.

Facebook კომენტარები