პარის სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონში უკვე დაახლოებით 139.4 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ეს თანხა მოიცავს:
ტურნირში მონაწილეობისთვის მიღებულ ფიქსირებულ ბონუსებს
გამარჯვებებსა და ეტაპების გადალახვის პრემიებს
სატელევიზიო და კომერციულ შემოსავალს
UEFA-ს სხვადასხვა ფინანსურ განაწილებას
პარიზული გრანდის წარმატებული სვლა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ფინანსურ კუთხითაც უდიდესი წარმატებაა.
თუ პსჟ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს, კლუბის საერთო შემოსავალი კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწიოს.