3 საათის და 28 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გადაწყდა! სად გააგრძელებს კარიერას გიორგი ქოჩორაშვილი

პორტუგალიურ მედიაში ლისაბონის სპორტინგის ქართველი ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ წერს:

“სპორტინგმა უკვე გადაწყვიტა. “ლომებს” გიორგი ქოჩორაშვილის გასხვისება სურთ და ეძებენ იჯარის ვარიანტს გამოსყიდვის უფლებით.

გიორგი ქოჩორაშვილმა “მწვანე-თეთრების” შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლო. სპორტინგიც უკვე ჩამოყალიბდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა სურს ქართველი ფეხბურთელისგან სამომავლოდ. 

გაზეთ A Bola-ს ცნობით, “ლომები” ნახევარმცველს ტრანსფერზე დააყენებენ, მათთვის იდეალური ვარიანტი კი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით იქნება, რაც დახარჯული თანხის - 5.5 მილიონი ევროს ამოღების საშუალებას მისცემს”, - წერს პორტუგალიური საიტი.

Facebook კომენტარები