4 საათის და 55 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ის, რაც ყველას გამორჩა და რაც კვარას სიდიადეს ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს

როგორც მოგეხსენებათ, პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში დრამატული 180+ წუთის შემდეგ მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ორივე მატჩში უდიდესი როლი ითამაშა.

მომენტი რომელიც ყველა გამორჩა იყო მეორე მატჩის ბოლო წუთებზე, როცა ქართველმა მარჯვენა ფლანგზე მიუნხენელების საოცარი შეტევა დააკავა.

ფლანგი სრულიად ცარიელი იყო, დიასის შესაჩერებლად კი იქ მხოლოდ ხვიჩამ ირბინა და გამოუვიდა კიდეც.

ამ მომენტს პსჟ-ს სათადარიგოთა სკამიდან დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.

სამუშაო, რომელსაც კვარა ასრულებს შეტევასა თუ დაცვაში მართლაც ძალიან დიდია. ამ შრომასა და თავდადებას კი ხვიჩა ზედიზედ მეორე ტრიუმფამდე მიყავს.

Facebook კომენტარები