1 საათის და 49 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

ლუის ენრიკეს წინასწარმეტყველება კვარაზე 5 წლის წინ, რომელიც ერთი-ერთში რეალობად იქცა

ყველასათის ცნობილია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერას "პსჟ"-ში წარმატებით აგრძელებს.

პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, ამჟამად ლუის ენრიკეა, რომელსაც კვარა პირველად 5 წლის წინ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდა.

საქართველოსა და ესპანეთის მატჩი "დინამო არენაზე", რომელშიც ჩვენი გუნდი ბოლო წამებზე დამარცხდა, 2:1.

ამ შეხვედრაში "ჯვაროსნების" მხრიდან ერთადერთი გოლი სწორედ ხვიჩამ გაიტანა და გარდა ამისა მშვენიერი მატჩიც ჰქონდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ენრიკემ ქართველზე კომენტარი გააკეთა:

"კვარაცხელია ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. თუ პროგრესს ასე გააგრძელებს, მას მალე დიდ გუნდში ვიხილავთ".

ესპანელი სპეციალისტის ეს სიტყვები დღეს რეალობად იქცა.

Facebook კომენტარები