პსჟ-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე სასწაულ სეზონს ატარებს.
შედეგები გვიჩვენებს, რომ კვარა ინგლისური კლუბების წინააღმდეგ მუდამ განსაკუთრებულად თამაშობს.
ერთ დღეს შესაძლოა ხვიჩა სწორედ რომელიმე პრემიერ ლიგურ გრანდში აღმოჩნდეს.
ამის შესახებ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ყოფილი წევრი, დავიდ უები საუბრობს.
ინგლისელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ კვარას კარიერული გეგმის ნაწილი პრემიერ ლიგაში თამაშია.