1 საათის და 55 წუთის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

პარი სენ-ჟერმენს მიუნხენში სასურველ სასტუმროში დაბინავებაზე უარი უთხრეს

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის გასამართად მიუნხენში გაემგზავრა. პარიზელებს სურდათ, იმავე სასტუმროში დაბინავებულიყვნენ, სადაც გასულ წელს „ინტერთან“ ფინალამდე ცხოვრობდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ საშინაო მატჩების წინ „ბაიერნიც“ იმავე სასტუმროში ცხოვრობს, მიუნხენელებისგან უარი მიიღეს – ინფორმაციას Foot01-ი ავრცელებს.

„გასულ წელს, ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერთან“ ფინალისთვის „პარი სენ-ჟერმენი“ მიუნხენში, „ალიანც არენასთან“ ახლოს მდებარე ოთხვარსკვლავიან სასტუმრო Infinity Hotel-ში დაბინავდა, სადაც მოსამზადებლად იდეალური პირობები ჰქონდა შექმნილი. კარგი მომსახურების გამო, პარიზული კლუბის ადმინისტრაციას წელსაც იმავე სასტუმროში სურდა დაბინავება, მაგრამ უარი მიიღო.

საქმე იმაშია, რომ საშინაო მატჩების წინ „ბაიერნიც“ იმავე სასტუმროში იკრიბება და არ სურდათ, რომ მეტოქეც იქვე ყოფილიყო დაბინავებული. მიუნხენელებმა პარიზელებს აუხსნეს, რომ მათ სხვა სასტუმროს მოძებნა მოუწევდათ.

„ეს ჩვენი სასტუმროა და მისი პარიზელებისთვის გადაცემა, მით უმეტეს, მათთვის რამდენიმე სართულის დათმობა გამორიცხულია. ეს ჩვენი საშინაო თამაშია, ამიტომ განსახილველი ბევრი არაფერია“, – თქვა „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტოფ ფროინდმა.

L’Equipe-ის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენი“ Andaz Hotel-ში დაბინავდება: „ეს სასტუმრო მიუნხენის ჩრდილოეთით შედარებით მშვიდი ადგილას მდებარეობს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გერმანელებს არ ჰყავთ ისეთი ტიპის გულშემატკივრები, რომლებიც ღამე ხმაურით პარიზელ ფეხბურთელებს შეაწუხებენ“.

Facebook კომენტარები