13 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

გილოცავთ, ყველა ზეიმეობს! - კვარაცხელია საუკეთესოდ აღიარეს

გამოცემა "Le Parisien"-ის ინფრომაციით, ხვიჩა კვარაცხელია აპრილში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გამოცემა წერს: „ჩვენს მიერ ჩატარებული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, პსჟ-ს გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. 

"მისი „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში თამაში გმირული იყო" 

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხა, კვარაცხელიამ ამის შემდეგ კონცენტრაცია კლუბზე მოახდინა და  ბრწყინვალედ ასპარეზობს. ქართველს აქამდე ლიგა 1-ში თამაშის გამო აკრიტიკებდნენ, თუმცა აპრილში საუცხოოდ გაისარჯა“.

Facebook კომენტარები